ტატუ კულტურა დღითიდღე უფრო პუპულარული ხდება და მისი მომხმარებელთა და მიმდევართა რაოდენობაც შესაბამისად ყოველდღიურად მატულობს. ტატუს კულტურის განვითარებამ შექმნა აუცილებლობა დაწყებულიყო ტატუს გაკეთების შემდეგ მისი მოვლის, შეხორცებისა თუ უკვე არსებული ტატუს მოვლის საშუალებების წარმოება. ტატუს მთავარი მინუსი მისი გაკეთების შემდეგ გამოწვეული ისეთი პრობელმები იყო, როგორიცაა ქავილის გრძნობა, გაღიზიანება და სიწითლე ჭრილობის გარშემო, ამ პრობლემების უკან რეალურად დაუმუშავებელი ჭრილობა დგას. დღეს ეს პრობლემა გადაჭრილია და ვრცლად მოგიყვებით ამ პრობლემის დაძლევისთვის საუკეთესო პროდუქტის, უძველესი, ყველაზე პოპულარი ქართული სამკურნალო და კოსმეტიკური ბრენდის კოლხურის ახალი პროდუქტის -Tattoo Balm By Kolkhuri-ის შესახებ.
ტატუს მოვლის მნიშვნელობა
ტატუს გაკეთებისას ხდება კანის ზედა ქსოვილის დაზიანება, ტატუს კალამი აჩენს პატარ-პატარა ჭრილობებს, რომელშიც ნემსით სპეციალური მელანი შეჰყავთ და ჯდება ღრმად კანში. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჭრილობები საკმაოდ მცირე ზომისაა მაინც საჭიროებს დამუშავებას და შესაბამის მოვლას, რათა შემდგომში არ მოჰყვეს გართულებები.
გართულებების თავიდან ასარიდებლად საჭიროა სწორი ტექნიკისა და პროდუქტების გამოყენება.
ტატუს დახატვის შემდგომ თქვენი არტისტი პირველ რიგში ტატუზე მოათავსებს დამცავ ბარიერს, ეს შეიძლება იყოს სტიკერი ან სხვა დამცავი საშუალება, რათა გაჩნდეს ბარიერი ჭრილობასა და გარე სამყაროს შორის, რათა ჭრილობა დაცული იყოს ბაქტერიებისგან და დაბინძურებისგან. არტისტის მიერ დაკრული ბარიერის მოხსნამდე აუცილებელია ხელები კარგად დავიბანოთ საპნითა და წყლით, რათა ტატუზე შეხებისას ჭრილობაში არ შეიჭრას ბაქტერიები/ინფექცია. ბარიერის მოხსნის შემდეგ აუცილებელია ტატუს ნაზად ჩამობანა ჭრილობაზე ზემდეტი სისხლისა და მელანის მოსაშორებლად. საბოლოოდ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი არის თუ რა პროდუქტს ვიყენებთ არსებული ჭრილობის მოსაშუშებლად, რისთვისაც საუკეთესო საშუალება დღევანდელ ბაზარზე ხარისხისა და ფასის გათვალისწინებით Tattoo Balm By Kolkhuri გახლავთ. მისი სამკურნალო და გამაჯანსაღებელი თვისებებიდან გამომდინარე, ეს პროდუქტი ხელს უწყობს მელნის შენარჩუნებას და ამასთან ერთად აქვეითებს ქავილის შეგრძნებას, ამცირებს სიწითლესა და უზრუნველყოფს ტატუს შეხორცების პროცესის გართულებების გარეშე წარმართვას. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ Tatoo Balm by Kolkhuri არის ანტიალერგიული, 100% ვეგანური და მცენარეული შემადგენლობის ტატუს მოვლის პროდუქტი, რაც მას კიდევ უფრო უნიკალურს ხდის. ყველა ზემოთ აღნიშნულთან ერთად უნდა გავითვალისწინოთ, რომ მნიშვნელიოვანია, შეხორცების პროცესში არ ვიწვალოთ და გავიღიზიანოთ ჭრილობა და მოვარიდოთ ახალ გაკეთებული ტატუ მზეს, რათა ტატუ შეხორცდეს გართულებების გარეშე.
ტატუ ბალმი By Kolkhuri-ს მიმოხილვა
ტატუს მოვლის საშუალებების განხილვა
Tattoo Balm By Kolkhuri უმაღლესი ხარისხის მცენარეული შემადგენლობით ქმნის გასაოცარ პროდუქტს ტატუს მოვლისთვის. ის აქვეითებს ქავილის შეგრძნებას, ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცების პროცესს, იცავს ჭრილობას ბაქტერიებისგან და დაბინძურებისგან, ამავდროულად არსებულ უპირატესობებთან ერთად აქვს შესანიშნავი სურნელი და კომფორტული შეფუთვა, რაც დამერწმუნებით, ზემოთ ჩამოთვლილ ბენეფიტებთან ერთად საუკეთესო პროდუქტად აქცევს.
რა პროცესები მიმდინარეობს ტატუს გაკეთების შემდგომ?
დღე 1
როდესაც არტისტი დაასრულებს თქვენს სხეულზე ტატუს დახატვას ის დაგაკრობთ სპეციალურ სტიკერს, რომელიც ზედაპირულ ღია ჭრილობას იცავს დაბინძურებისგან, რის შემდეგაც არტისტი მოგცემთ რეკომენდაციას თუ რამდენი ხანი უნდა გქონდეთ არსებული სტიკერი მოთავსებული ტატუზე, ვინაიდან აღნიშნული დრო დამოკიდებულია ტატუს ზომაზე და ინდივიდუალურია ყველა შემთხვევაში. პლასტიკური სახვევის (სტიკერის)მოშორება იოლი პროცესია, ის ცნობილია როგორც მეორე კანი სამედიცინო ლიტერატურაში და, როგორც ზემოთ არის აღნიშნული, იცავს ჭრილობას გარე დაბინძურებისგან. სტიკერის მოხსნის შემდეგ შესაძლოა შეამჩნიოთ, რომ ტატუდან სითხე ჟონავს, თუმცა არ შეგეშინდეთ, რადგან ეს სრულებით ნორმალურია, გამოსული სითხე არის სისხლი, პლაზმა და ზედმეტი მელანი. ასევე შეამჩნევთ რომ კანი არის შეწითლებული და უსიამოვნო შეგრძნებას გიტოვებთ, ხოლო შეხებისას შეიძლება ოდნავ თბილიც კი იყოს. როდესაც სტიკერის მოხსნის დრო დადგება, კარგად დაიბანეთ ხელები და ნაზად მოიხსენით სტიკერი. გამოიყენეთ თბილი წყალი და ანტიბაქტერიული საპონი ტატუს არეალის გასაწმენდად. კარგად ჩამოიბანეთ კანი, მსუბუქად შეიშრეთ და დაელოდეთ რამდენიმე წუთი, სანამ დაიმუშავებთ ტატუს Tattoo Balm By Kolkhuri - ით.
დღე 2-3
ამ პერიოდში მიმდინარეობს კანის გაჯანსაღებისა და აღდგენის პროცესი, რის გამოც შეიძლება კანი ოდნავ უსიამოვნოდ გამოიყურებოდეს, მაგრამ არაუშავს, ეს სწორად იმას ნიშნავს რომ ტატუს შეხორცება დაწყებულია. ასე რომ უნდა განაგრძოთ დაბანა დღეში ორჯერ ან სამჯერ თბილი წყლითა და ანტიბაქტერიული საპნით, რის შემდეგაც აუცილებელია დაელოდოთ ტატუს არეალის შეშრობას და დაამუშაოთ გასუფთავებული ჭრილობა Tattoo Balm By kolkhuri - ით.
დღე 4-6
მოცემული პროცედურების ზედმიწევნით სწორად შესრულების შემთხვევაში დაგიქვეითდებათ ქავილის შეგრძნება, გაგიქრებათ სიწითლე და ჭრილობა დაიწყებს შეხორცებას. შესაძლოა შეამჩნიოთ მცირე ზომის ნაკაწრები ტატუზე, რომლის გაღიზიანებასაც მაქსიმალურად უნდა მოერიდოთ. განაგრძეთ ტატუს დაბანა დღეში ორჯერ ან სამჯერ და საჭიროებისამებრ წაისვით Tattoo Balm By Kolkhuri - ი.
დღე 6-14
ამ დროისთვის, ნებისმიერი ნაწიბური გამაგრებულია და დაწყებულია აქერცვლა. არ მოიშოროთ აქერცლილი კანი, აცადეთ თავისით მოშუშება და განაგრძეთ Tattoo Balm By Kolkhuri - ით ტატუს დამუშავება, რათა თავიდან აირიდოთ ძლიერი ქავილი და შესაძლო ინფექცია.
დღე 15-30
ამ დროს შეხორცების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს და ჭრილობის დიდი ნაწილი სრულად შეხორცებულია. შესაძლოა კვლავ იყოს მკვდარი კანის მცირე ნაწილი დარჩენილი, მაგრამ მოკლე დროში ისიც ალაგდება. ტატუს არეალი შესაძლოა გახდეს შედარებით მშრალი, რისთვისაც ჩვენმა ჯგუფმა შექმნა სპეციალური ტატუს კარაქი ,,Yellow Magic” რომელიც ატენიანებს კანს, ხოლო ტატუს ფერებს სძენს მეტ სიკაშკაშეს. კარაქის გამოყენება მიზანშეეწონილია რეგულარულად, რათა ტატუმ არც მომავალში დაკარგოს სიკაშკაშე.
Tattoo Balm By Kolkhuri ის შემადგენლობა
Tattoo Balm By Kolkhuri-ის ძირითადი ინგრედიენტები:
• Olea Europea fruit oil
• simmondsia chinensis seed oil
• Urtica dioica leaf extract
– Quercus alba bark extract
– Melilotus officinalis flower extract
– Hypericum perforatum extract
– Eucalyptus globulus leaf extract
– Echinacea angustifolia extract
– Calendula officinalis flower extract
აღსანიშნავია, რომ ბალმის შემადგენლობა არის 100% მცენარეული, ვეგანური, ანტიალერგიული და მისი ყოველი შემადგენელი ნაწილი არის უმაღლესი ხარისხის. არსებული ინგრედიენტები უზრუნველყოფს ტატუს სწრაფ შეხორცებას, ხელს უწყობს ქავილის შეგრძნების გაქრობას და ატენიანებს კანს.
ალერგიული რეაქციები
ტატუს შეხორცებისას მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ გამოყენებული პროდუქტის შემადგენლობა, რადგან თავიდან აირიდოთ შემდგომში გამოწვეული ალერგიული რეაქცია. არსებული პრობლემის თავიდან არიდების საშუალება კი Tattoo Balm By Kolkhuri-ს გამოყენებაა, რომელიც სრულიად ვეგანური და ანტიალერგიული შემადგენლობისაა, რაც ამ პროდუქტს კიდევ უფრო უნიკალურს ხდის.
ტატუს ფერებისა და დეტალების შენარჩუნება
აღსანიშნავია, რომ ბალმის შემადგენლობა არის 100% მცენარეული, ვეგანური, ანტიალერგიული და მისი ყოველი შემადგენელი ნაწილი არის უმაღლესი ხარისხის. არსებული ინგრედიენტები უზრუნველყოფს ტატუს სწრაფ შეხორცებას, ხელს უწყობს ქავილის შეგრძნების გაქრობას და ატენიანებს კანს.
არ გაიპარსოთ ტატუირებული უბანი!
სანამ ტატუ ბოლომდე შეხორცდება მოერიდეთ ამ არეალის გაპარსვას ან/და სხვა გზით თმის მოშორებას, რადგან საპარსებმა შესაძლოა გაღიზიანებული ადგილი უფრო გააღიზიანოს. განსაკუთრებით კიდურებზე ტატუს შეხორცებამდე პატარა თმა ასწრებს ამოსვლას და მნიშვნელოვანია თავი შეიკაოთ მისი მოშორებისგან მინიმუმ 2 კვირის განმავლობაში.
მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას და მიიღეთ ბერვი წყალი
როგორც ტატუს გაკეთებამდე ასევე მის შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში უნდა მოერიდოთ ალკოჰოლის მიღებას, რადგან ალკოჰოლი ავიწროვებს სისხლძარღვებს, რაც აძლიერებს ტკივილს და ზრდის სისხლდენას. წყალს კი შებრუნებული ეფქტი აქვს და შესაბამისად ამცირებს ტკივილის შეგრძნებას. ასე რომ ახალი ტატუ როგორც ახალი ნაბიჯი თქვენს ცხოვრებაში შეგიძლიათ აქციოთ ჯანსაღი ცხოვრებისკენ გადადგმულ ნაბიჯადაც.
რჩევები ტატუს მოვლისათვის
ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რასაც ტატუ არტისტები და ამ სფეროში გათვითცნობიერებული ადამიანებიც ადასტურებენ, რომ რაც უფრო კარგად მოუვლით ტატუს გაკეთების შემდეგ, მით უფრო კარგი საბოლოო შედეგი გექნებათ. ქვემოთ ჩამოთვლილი პუნქტები კი დაგეხმარებათ ტატუს მოვლის რუტინა შეასრულოთ ზედმიწევნით კარგად.
• მოერიდეთ ტატუს გახეხვას/უხეშად მოპყრობას მისი დაბანისას.
• მოერიდეთ ტატუს წყალში ყოფნას შეხორცების პროცესში. შხაპის მიღება მშვენიერია, მაგრამ მოერიდეთ აუზებს, აბანოებს და აბაზანაში წოლას 2 კვირის განმავლობაში.
• მოერიდეთ გარუჯვას, ხოლო თუ მზეზე ყოფნა გიწევთ, აუცილებელია გამოიყენოთ მზისგან დამცავი საშუალება, განსაკუთრებით სხეულის ტატუირებულ არეალზე, რისთვისაც შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვენი მზისგან დამცავი ლოსიონი SPF30.
• დღეში 3-4 ჯერ წაისვით Tattoo Balm By Kolkhuri და კანის გამოშრობის შემთხვევაში დაიტენიანეთ Yellow Magic ის კარაქით, რადგან მიიღოთ თქვენი ტატუს საუკეთესო ვერსია.
რა განასხვავებს Tattoo Balm By Kolkhuri-ს სხვა პროდუქტებისაგან?
პირველ რიგში Tattoo Balm By Kolkhuri გამოირჩევა უნიკალური შემადგენლობით, რომელიც 100%-ით ვეგანური და მცენარეულია, ბრენდის უმთავრესი პრიორიტეტია მაღალი ხარისხის ინგრედიენტები, რომელთა ყოველი კომპონენტი მიმართულია ტატუს შეხორცების პროცესის უპრობლემოდ წარმართვისათვის. Tattoo Balm By Kolkhuri სხვა პროდუქტებისგან განსხვავებით უზრუნველყოფს ტატუს მელნის ფერებისა და პირვანდელი სახის მაქსიმალურად შენარჩუნებას. ბალმი ასევე ხელს უწყობს ტატუს სწრაფ შეხორცებას და ქავილის გრძნობის მინიმალურამდე დაყვანას. By Kolkhuri-ის კომპანია ფოკუსირებულია მის მომხმარებლებზე და მათ კმაყოფილებაზე, ყოველთვის აქცევს ყურადღებას მომხმარებლების უკუკავშირს და ითვალისწინებს რჩევებს, რათა მაქსიმალურად გაამართლოს მათი მოლოდინი. • 100% Vegan • Fast Healing Process • Numbing effect • Anti itching effect
მომხმარებელების კომენტარები:
Customer Comments: Tattoo Balm by Kolkhuri is a Georgian brand that has established itself well in Georgia.
ტატუ კულტურა საქართველოში დღითიდღე უფროდაუფრო ვითარდდება , გაიხსნა უამრავი ტატუ სტუდია და ტატუ მოყვარულების რაოდენობაც დღითიდღე იზრდება, ჩვენი ბალმი კი უფრო და უფრო პოპულარული ხდება სტუდიებისთვის თუ ლოკალური მომხმარებლებისთვის, რომელთა შეფასებებიც შეგიძლიათ ჩვენს ვებ-გვერდსა და გუგლის საძიებო სისტემაშიც ნახოთ. სწორად ტატუ არტისტების დახმარებით დაიხვეწა და შეიცვალა რამდენიმე ინგრედიენტი ჩვენი პირვანდელი პროდუქტიდან, რისთვისაც მადლობლები ვართ, რადგან ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა იდეალური პროდუქტი, რისთვისაც კომპეტენტური ხალხის აზრი ძალიან მნიშვნელოვანია.
მოერიდეთ მზეს
ტატუ მოყვარულების უმეტესობა ტატუს გაკეთებას ხშირად საზაფხულოდ გეგმავს, რადგან მზიან სანაპიროს განსაკუთრებით უხდება ლამაზი ტატუთი დამშვენებული სხეული, მაგრამ რეალურად რეკომენდირებულია, რომ ახლად გაკეთებული ტატუ მოარიდოთ მზეს, რადგან ტატუს გაკეთების შემდეგ ტატუს არეალი შრება და დამერწმუნეთ გამომშრალი კანის დამწვრობა მეტად უსიამოვნოა, ვიდრე ჩვეულებრივი დამწვრობა. ამ პრობლემის გადაჭრაზეც მუშაობს .
ქავილთან გამკლავება.
როგორც უკვე აღვნიშნეთ Tattoo Balm By Kolkhuri - ის ერთერთი მთავარი პლიუსი არის სწორედ მისი ეფექტური მუშაობა ქავილისა და შეშუპების წინააღმდეგ, დამერწმუნებით ვისაც ტატუ ერთხელ მაინც გაუკეთებია ტატუს გაკეთების ყველაზე დიდი დისკომფორტის გამომწვევი მიზეზი სწორად, რომ ქავილი და შეშუპება იყო. ხშირად შეიძლება იმდენად შეეწუხებინე ამ პრობლემებს, რომ ვერც დაგეძინა, ახლა კი ჩვენ გვაქვს შესანიშნავი პროდუქტი, როგორიცაა ,,Tattoo Balm By Kolkhuri” რომლის დახმარებითაც შესაძლებელია უსიამოვნო შეგრძნებების თავიდან აირიდება.
ინფექციისა და შრამისაგან თავის არიდება
ტატუს გაკეთებისას ხდება კანის ზედა ფენის დაზიანება მცირე ზომის ჭრილობებით, რისი მეშვეობითაც ხდება ჩვენი ტატუ მუდმივი და არ ქრება სხეულიდან, მაგრამ ამ სილამაზის უკან, ცხადია, თავისი მსხვერპლიც - ინფექციის და შრამის ალბათობაა. თუმცა, ახლა მსხვერპლზე წასვლა აღარაა საჭირო, რადგან Tattoo Balm By Kolkhuri უზრუნველყოფს თქვენს შრამისა თუ ინფექციისაგან დაცვას.
მოეირიდეთ ფიზიკურ აქტივობას
რა თქმა უნდა, როგორც ყველა ჭრილობას, ტატუს გაკეთების შედეგად მიყენებულ დაზიანებებსაც მოფრთხილება სჭირდება. სწორედ ამიტომ არ არის მიზანშეწონილი ფიზიკური აქტივობები პირველი რამდენიმე დღე, რადგან ქსოვილთან მჭიდრო კონტაქტმა შეიძლება მკვეთრი გაღიზიანება გამოიწვიოს.
FAQ ტატუს მოვლასთან დაკავშირებით
ტატუს მოვლასთან დაკავშირებით.
• რა სიხშირით უნდა გამოვიყენოთ ტატუს მოვლის საშუალება?
-
რეკომენდირებულია Tattoo Balm By Kolkhuri - ის გამოყენება ტატუს გაკეთების მომენტიდან იმ დრომდე სანამ ტატუ სრულად არ შეხორცდება
• შესაძლებელია Yellow Magic-ის ძველ ტატუზე გამოყენება?
-
რათქმაუნდა ეს პროდუქტი, როგორც ახალი გაკეთებული ტატუს დასატენიანებლად ისე ძველი ტატუს გასაუმჯობესებლადა შექმნილი ის ატენიანებს კანს და ფერებს სძენს სიკაშკაშეს
• ტატუს მზისგან დაცვა
-
რეკომენდირებულია რომ მოარიდოთ ტატუ მზეს რადგან ისედაც გამომშრალ კანზე მზის დამწვრობა მერწმუნეთ საკმაოდ უსიამოვნოა. რისთვისაც ჩვენი გუნდი მუშაობს ახალ პროდუქტზე SPF დამცავზე სპეციალურად ტატუსთვის
• სსად შეიძლება Tattoo Balm By Kolkhuri-ის შეძენა?
-
Tattoo Balm By Kolkhuri - ის შეძენა შესაძლებელია ჩვენს საიტზე Bykolkhuri.com ბალმის ღირებულება 24 ლარია და 50 ლარის შენაძენის შემთხვევაში თქვენ ისარგებლებთ უფასო მიტანის სერვისით Bykolkhuri.com or GPCბალმის ღირებულება 24 ლარია და 50 ლარის შენაძენის შემთხვევაში თქვენ ისარგებლებთ უფასო მიტანის სერვისით